„საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2292
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2009-12-11
გამოქვეყნების თარიღი
2009-12-21
სარეგისტრაციო კოდი
280.110.010.05.001.003.798
„საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საარსებო მინიმუმის გაანგარიშების  წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №17-18, 9 მაისი, 1997, გვ. 30) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი) გაიანგარიშებს საარსებო მინიმუმის ღირებულებას, რომლის საფუძველზედაც დგინდება თანაფარდობა საარსებო მინიმუმსა და მინიმალურ შემოსავალს შორის.“.

2. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6. საარსებო მინიმუმის გაანგარიშების   მეთოდიკის დამტკიცებისა და ცვლილების წესი

საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდიკის დამტკიცება და მასში ცვლილების შეტანა ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის), საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ფინანსთა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროების წინადადებების საფუძველზე.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 თებერვლიდან.

საქართველოს პრეზიდენტი   მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 11 დეკემბერი.

№2292–რს

 

კრებსითი — სრული ვერსია