,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,ფონდი – ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)“ სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 27 მაისის №91 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
221
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2006-11-29
გამოქვეყნების თარიღი
2006-12-01
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.10.003.000.605
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,ფონდი – ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)“ სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 27 მაისის №91 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №221

2006 წლის 29 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ფონდი – ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)“ სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 27 მაისის №91 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანო­ნის 36-ე მუხლისა და ათასწლეულის გამოწვევის შეთანხმების (კომპაქტი) I დამატების 3 (დ) (ii) (2) ნაწილის შესაბამისად წარმოდგენილი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (მოქმედებს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის სახელით) 2006 წლის 9 იანვრის წერილის გათვალისწინებით, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ფონდი – ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)“ სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 27 მაისის №91 დადგენილებაში (სსმ III, 2005 წ., №64, მუხლი 673) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ფონდი – ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 3 დეკემბრის №561 ბრძანებულების მე-2 პუნქტის შესაბამისად, შეიქმნას საჯა­რო სამართლის იურიდიული პირის – „ფონდი – ათას­წლე­უ­ლის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)“ სამეთვალ­ყურეო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:

ზურაბ ნოღაიდელი – საქართველოს პრემიერ-მინისტრი

ალექსი ალექსიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი

გიორგი არველაძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი

ლევან დუჩიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი

გიორგი ისაკაძე –          ბიზნესის სექტორის წარმომად­გენელი

ქეთევან მახარაშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი

ნინო ჟვანია – არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია