საქართველოს კანონი
„გეოლოგიური საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„გეოლოგიური საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14, 3.06.2003, მუხ. 97) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) განცხადებაში მითითებული სპეციალისტების კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის, შრომითი ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტის) ასლი.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2009 წლის 4 დეკემბერი.
№2223–IIს