საქართველოს კანონი
საქართველოს საბაჟო კოდექსში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს საბაჟო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39, 09.08.2006, მუხ. 280) მე-8 მუხლის:
ა) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი:
„21. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საფოსტო გზავნილით შემოტანილი, 10 000 ლარზე ნაკლები ღირებულების საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში დეკლარირებისას ან/და დეკლარირებული მონაცემების რეგისტრაციის, შემოწმების განხორციელებისას პირის (გზავნილის მიმღების) წარმომადგენელი შეიძლება იყოს საფოსტო გზავნილის გადამზიდველი.“;
ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საბაჟო დეკლარირებისას ან/და დეკლარირებული მონაცემების რეგისტრაციის, შემოწმების განხორციელებისას წარმომადგენელი შეიძლება იყოს პირი (გარდა ამ მუხლის 21 და მე-8 ნაწილებით განსაზღვრული პირებისა), რომლის პასუხისმგებლობაც საბაჟო ორგანოს წინაშე მუდმივად უზრუნველყოფილია საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული, 50 000 ლარის ოდენობის საბანკო გარანტიით. საბანკო გარანტიის წარდგენისა და გამოყენების წესები დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2009 წლის 1 დეკემბერი.
№2192–IIს