„სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცესის მონაწილე დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
233
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2006-12-20
გამოქვეყნების თარიღი
2006-12-22
სარეგისტრაციო კოდი
270.090.000.10.003.000.617
„სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცესის მონაწილე დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №233

2006 წლის 20 დეკემბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცესის მონაწილე დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების ზოგიერთი ღონისძიების შესახებ

1. ,,სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის შესა­ხებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცესის მონაწილე დამოუკიდებელ ექსპერტთა შრო­მის ანაზღაურების საკითხის მოწესრიგების მიზნით, სა­ხელ­მწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცესის მო­­ნაწილე დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზ­ღაურე­ბის წესი განისაზღვროს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანე­ბით.

2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექ­სის 61-ე მუხლის I ნაწილის საფუძველზე, ძალადაკარ­გულად გამოცხადდეს „საქართველოს რეს­პუბ­ლიკის სახელ­მწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დროებითი დებულებისა და სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტი­ზის დაფინანსებისა და ანაზღაურების დროებითი წესის დამტკი­ცების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მთავ­რობის 1992 წლის 5 სექტემბრის №894 დადგენი­ლება.

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია