„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2041
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2009-11-17
გამოქვეყნების თარიღი
2009-11-30
სარეგისტრაციო კოდი
480.040.000.05.001.003.731
„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №45, 21.12.2007, მუხ. 392) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-12 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-17 მუხლის 51 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„51. ამ კანონის მე-12 მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირები თანამდებობაზე ინიშნებიან ამ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                               მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 17 ნოემბერი.

№2041–IIს

 

კრებსითი — სრული ვერსია