საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2023
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2009-11-06
გამოქვეყნების თარიღი
2009-11-19
სარეგისტრაციო კოდი
020.000.000.05.001.003.726
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წელი, №12-ის დანართი, მუხ. 421) 442 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 442. უკანონო სამედიცინო/საექიმო ან ფარმაცევტული საქმიანობა

1. სამედიცინო/საექიმო საქმიანობა სახელმწიფო ლიცენზიის/სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ათასი ლარის ოდენობით.

2. სამკურნალო საშუალების აღრიცხვის, წარმოების, სტანდარტიზაციის, მარკირების, გადაზიდვა-გადაგზავნის, იმპორტ-ექსპორტის, რეექსპორტის, სერიული აღრიცხვის და განადგურების დადგენილი წესების დარღვევა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას რვაასი ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

3. ამ მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებში აღნიშნული ქმედებები, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ორი ათასი ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 6 ნოემბერი.

№2023–IIს

კრებსითი — სრული ვერსია