„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
213
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2006-11-15
გამოქვეყნების თარიღი
2006-11-17
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.10.003.000.597
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №213

2006 წლის 15 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად:

1. „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 2004 წელი, №54, ნაწილი III, მუხლი 460) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ” ქვეპუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ბ) ეროვნული გამოცდების ცენტრს;”;

ბ) დებულებიდან ამოღებულ იქნეს მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ.ე” ქვეპუნქტი;

გ) დებულების მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „გ.თ” ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.თ) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი;”.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

 

კრებსითი — სრული ვერსია