„გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1925
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2009-11-03
გამოქვეყნების თარიღი
2009-11-19
სარეგისტრაციო კოდი
300.250.000.05.001.003.687
„გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, N19-20, 30.05.1998,  გვ. 9)  მე-9 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „7. „საქართველოს სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდის შესახებ“ დებულებას ერთობლივი ნორმატიული აქტით ამტკიცებენ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და საქართველოს თავდაცვის მინისტრები.“.   

მუხლი 2.

1. ამ კანონის ამოქმედებიდან სამი თვის ვადაში საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და საქართველოს თავდაცვის სამინისტროებმა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებამდე საქართველოს მთავრობის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                                               მიხეილ სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 3 ნოემბერი

N 1925

 

 

კრებსითი — სრული ვერსია