„მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1913
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2009-11-03
გამოქვეყნების თარიღი
2009-11-19
სარეგისტრაციო კოდი
190.040.000.05.001.003.673
„მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

     მუხლი 1.

„მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13, 12.04.2005, მუხ. 84) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მკაცრი აღრიცხვის ფორმები, რომელთაც საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს და რომელთა დამზადება შეუძლებელია საქართველოში არსებულ პოლიგრაფიულ საწარმოებში, დამკვეთის გადაწყვეტილებით და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით შესაძლებელია დამზადდეს საქართველოს ფარგლებს გარეთ.“. 

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 3 ნოემბერი.

№1913–IIს

 

კრებსითი — სრული ვერსია