„საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1912
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2009-11-03
გამოქვეყნების თარიღი
2009-11-19
სარეგისტრაციო კოდი
190.020.010.05.001.003.672
„საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

               მუხლი 1. „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №12, 21.05.2003, მუხ. 62) მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. თუ საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოსაყოფი თანხის ოდენობა არ აღემატება 100 000 ლარს, გადაწყვეტილებას თანხის გამოყოფის თაობაზე იღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მინისტრის წარდგინების საფუძველზე.“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                      

მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 3 ნოემბერი.

№1912–IIს

 

კრებსითი — სრული ვერსია