„საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1905
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2009-11-03
გამოქვეყნების თარიღი
2009-11-19
სარეგისტრაციო კოდი
300.190.000.05.001.003.665
„საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 154) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ობიექტი, გარდა განსაკუთრებით დაცული სამხედრო და სამოქალაქო თავდაცვის ობიექტისა, ვალდებულია საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციას მისივე მოთხოვნით წარუდგინოს უსაფრთხოების დეკლარაცია, რომლის ფორმას შეიმუშავებს და წარდგენის წესს ადგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით.“.

    მუხლი 2

1. ამ კანონის ამოქმედებიდან სამი თვის ვადაში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს კანონქვემდებარე აქტის ამ კანონთან შესაბამისობა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებამდე საქართველოს მთავრობის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტი ინარჩუნებს იურიდიულ ძალას.

    მუხლი 3

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 3 ნოემბერი.

№1905–IIს

კრებსითი — სრული ვერსია