„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1904
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2009-11-03
გამოქვეყნების თარიღი
2009-11-19
სარეგისტრაციო კოდი
010.240.010.05.001.003.664
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №3, 13.02.2004, მუხ. 7) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილებები:

1. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. მთავრობის სხდომაზე მთავრობის უფლებამოსილებისათვის მიკუთვნებული საკითხი განსახილველად გამოაქვს შესაბამის მინისტრს, სამინისტროს მმართველობის სფეროდან გამომდინარე.“.

2. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ საკითხი, რომელიც კანონით გადაცემულია აღმასრულებელი ხელისუფლების გამგებლობაში, არ მიეკუთვნება არც ერთი სამინისტროს გამგებლობის სფეროს, მასზე გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა. მთავრობა უფლებამოსილია მიიღოს ასევე გადაწყვეტი-ლება შესაბამისი სამინისტროს მმართველობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხზე, თუ შესაბამისი სამინისტრო არ იღებს გადაწყვეტილებას ან აყოვნებს გადაწყვეტილების მიღებას აღნიშნულ საკითხზე, გარდა ქვეყნის უშიშროების, თავდაცვის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან და საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხებისა.“.

3. 25-ე მუხლის მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 3 ნოემბერი.

№1904–IIს

 

კრებსითი — სრული ვერსია