საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1893
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2009-10-22
გამოქვეყნების თარიღი
2009-11-09
სარეგისტრაციო კოდი
090.000.000.05.001.003.663
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

    მუხლი 1.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) 299-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 299. წიაღით უკანონოდ სარგებლობა

1. წიაღით უკანონოდ სარგებლობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია,–

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

2.  იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი    მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 22 ოქტომბერი.

№1893–IIს

 

კრებსითი — სრული ვერსია