,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში დამატების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
208
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2006-11-11
გამოქვეყნების თარიღი
2006-11-14
სარეგისტრაციო კოდი
380.050.000.10.003.000.592
,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში დამატების შეტანის შესახებ“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №208

2006 წლის 11 ნოემბერი

 ქ. თბილისი

„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში დამატების შეტანის შესახებ

    მუხლი 1.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით (სსმ III, 2005 წ., №94, მუხლი 1068) დამტკიცებულ დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი:

     „მუხლი 41. მიწის მინაკუთვნის დაწესება

1. ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებულ მიწაზე მიწის მინაკუთვნის დაწესების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამინისტრო შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის თანხმობის საფუძველზე.

2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე მიწის მინაკუთვნის დაწესების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამინისტრო საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობით.“.

    მუხლი 2.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია