საქართველოს კანონი
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, N 002, 9.03.1996, გვ. 15) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; კანონითა და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოსცემს ნორმატიულ აქტს – ბრძანებას;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
თბილისი,
2009 წლის 22 ოქტომბერი.
N 1883 – IIს