საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1923
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2009-11-03
გამოქვეყნების თარიღი
2009-11-19
სარეგისტრაციო კოდი
010.260.000.05.001.003.683
საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს საზღვაო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №25-26, 14 ივნისი, 1997, გვ. 10) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 34-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკლასიფიკაციო საზოგადოების ზედამხედველობისადმი დაუქვემდებარებელი მცურავი ობიექტის ტექნიკური ზედამხედველობა ხორციელდება ადმინისტრაციის მიერ დამტკიცებული წესით. ტექნიკური ზედამხედველობის ორგანოს განსაზღვრავს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით.“.

2. 791 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 791

საქართველოს ტერიტორიულ წყლებსა და სანაპირო ზოლში შემოსული გემების შუქურით მომსახურების ტარიფის ოდენობას ერთობლივად განსაზღვრავენ საქართველოს თავდაცვის და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები.“.

    მუხლი 2

1. ამ კანონის ამოქმედებიდან სამი თვის ვადაში საქართველოს თავდაცვის და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებმა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებამდე საქართველოს მთავრობის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას.

    მუხლი 3

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი            მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 3 ნოემბერი.

№1923–IIს

კრებსითი — სრული ვერსია