„ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1878
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2009-10-22
გამოქვეყნების თარიღი
2009-11-09
სარეგისტრაციო კოდი
350.010.010.05.001.003.649
„ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

საქართველოს კანონი

„ ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ “ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

    მუხლი 1. „ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №4(11), 1999 წელი, მუხ. 18) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების მარეგულირებელი ნორმატიული აქტები

1. ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის ნორმატიული აქტია კომისიის დადგენილება, რომელიც შეიძლება მიღებულ იქნეს მხოლოდ ამ კანონით და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში.

2. ბუღალტრული აღრიცხვა და ანგარიშგება რეგულირდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ კანონით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.“.

მუხლი 2.  ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 22 ოქტომბერი.

№1878–IIს

 

კრებსითი — სრული ვერსია