საქართველოს კანონი
„აუდიტორული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„ აუდიტორული საქმიანობის შესახებ “ საქართველოს კანონის ( საქართველოს პარლამენტის უწყებები , 1994-1995, №№ 23-26, მუხ . 496) მე -9 მუხლის „ ი “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„ ი ) აუდიტორული საქმიანობის საკანონმდებლო უზრუნველყოფის მიზნით ამ მუხლის „ ა “, „ ბ “ და „ გ “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებზე ნორმატიული აქტების გამოცემა . აუდიტორული საქმიანობის საბჭოს ნორმატიული აქტია აუდიტორული საქმიანობის საბჭოს კოლეგიის დადგენილება .“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან .
საქართველოს პრეზიდენტი მ . სააკაშვილი
თბილისი ,
2009 წლის 22 ოქტომბერი .
№ 1877– IIს