„მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1685
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2009-09-24
გამოქვეყნების თარიღი
2009-10-12
სარეგისტრაციო კოდი
460.080.000.05.001.003.625
„მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №7, 26.03.2008, მუხ. 37) მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) სტაბილური განვითარების ფონდის აქტივებით „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დეფიციტის დაფარვის (საქართველოს ეროვნული ბანკის საწესდებო კაპიტალის შევსების) მიზნით;“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს 2009 წლის  1 დეკემბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 24 სექტემბერი.

№1685–IIს

კრებსითი — სრული ვერსია