საქართველოს კანონი
„მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 26.03.2008, №7, მუხ. 37) 181 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 181
ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მოქმედება შეჩერდეს 2013 წლის 1 იანვრამდე.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2009 წლის 31 ივლისი.
№1557–რს