„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1553
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2009-07-31
გამოქვეყნების თარიღი
2009-08-07
სარეგისტრაციო კოდი
010.330.000.05.001.003.592
„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონი

„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №2, 1992 წელი, მუხ. 100) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილება:

1. პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“–„გ3“ ქვეპუნქტები:

„გ1) თამარ მეფის ორდენი;

გ2) ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი;

გ3) წმინდა ნიკოლოზის ორდენი;“.

2. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების – ორდენებისა და მედლების დებულებას საქართველოს პარლამენტი ამტკიცებს დადგენილებით.“.

3. მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ და „გ2“ ქვეპუნქტები:

„გ1) თამარ მეფის ორდენზე – 4 000 ლარი;

გ2) ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენზე – 4 000 ლარი;“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 31 ივლისი.

№1553–რს

 

კრებსითი — სრული ვერსია