,,ლტოლვილთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა რეგისტრაციისა და სოციალური საკითხების, სახელმწიფო ფულადი შემწეობის, ჰუმანიტარული და სხვა სახის დახმარების გაცემის მოწესრიგების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 12 სექტემბრის №157 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
190
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2006-10-18
გამოქვეყნების თარიღი
2006-10-24
სარეგისტრაციო კოდი
010.170.000.10.003.000.574
,,ლტოლვილთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა რეგისტრაციისა და სოციალური საკითხების, სახელმწიფო ფულადი შემწეობის, ჰუმანიტარული და სხვა სახის დახმარების გაცემის მოწესრიგების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 12 სექტემბრის №157 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №190

2006 წლის 18 ოქტომბერი

 ქ. თბილისი

,,ლტოლვილთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა რეგისტრაციისა და სოციალური საკითხების, სახელმწიფო ფულადი შემწეობის, ჰუმანიტარული და სხვა სახის დახმარების გაცემის მოწესრიგების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის    12 სექტემბრის №157 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

1. ,,ლტოლვილთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა რეგისტრაციისა და სოციალური საკითხების, სახელმწიფო ფულადი შემწეობის, ჰუმანიტარული და სხვა სახის დახმარების გაცემის მოწესრიგების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 12 სექტემბრის №157 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

ა) დადგენილების პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,თ) აწარმოოს დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტების აღწერა ობიექტის მესაკუთრესთან ან საამისოდ უფლებამოსილ პირთან ერთად; განახორციელოს დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტების მიზნობრივად გამოყენების მონიტორინგი; უზრუნველყოს კომპაქტურად განსახლების ობიექტში დევნილთა ორგანიზებულად განსახლების მიზნით შესასახლებელ იძულებით გადაადგილებულ პირთა სიის შედგენა და ობიექტის მესაკუთრის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის თანხმობის საფუძველზე ფართობის განაწილება და დევნილთა განსახლება.“;

ბ) დადგენილების პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,მ“ ქვეპუნქტი:

,,მ) უზრუნველყოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული დევნილთა დახმარების ფონდიდან დახმარების გაცემის პირობებისა და წესის შემუშავება და დამტკიცება.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი  ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია