„სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1330
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2009-06-26
გამოქვეყნების თარიღი
2009-07-03
სარეგისტრაციო კოდი
040.150.000.05.001.003.532
„სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე“

 

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

   მუხლი 1. „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14, 16.06.2004, მუხ. 50) 121 მუხლის მე-7 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ და „დ2“ ქვეპუნქტები:

„დ1) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უცხო სახელმწიფოში გასაგზავნად განკუთვნილი, საქართველოში გაცემული დოკუმენტების გაფორმება – ლეგალიზაცია და აპოსტილით დამოწმება;

დ2) ლეგალიზაციას ან აპოსტილით დამოწმებას დაქვემდებარებული ქართულენოვანი დოკუმენტების უცხოურ ენაზე თარგმნა;“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2009 წლის 15 ივლისიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 26 ივნისი.

№1330_რს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია