საქართველოს კანონი
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, 19 ნოემბერი, 1996 წ., გვ. 1) 131 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საქართველოს მთავრობის დადგენილება მიიღება მთავრობის წევრთა უმრავლესობის მონაწილეობით, მაგრამ არანაკლებ მთავრობის სრული შემადგენლობის ერთი მესამედის გადაწყვეტილებით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია პრემიერ-მინისტრის ხმა.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2009 წლის 26 ივნისი.
№1344–რს