„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1283
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2009-06-19
გამოქვეყნების თარიღი
2009-07-02
სარეგისტრაციო კოდი
490.000.000.05.001.000.524
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონი

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონს (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998, გვ. 25) დაემატოს შემდეგი შინაარსის 731 მუხლი:

     „მუხლი 731. საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება

საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ხდება „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 19 ივნისი.

№1283–Iს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია