„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1282
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2009-06-19
გამოქვეყნების თარიღი
2009-07-02
სარეგისტრაციო კოდი
070.000.000.05.001.000.523
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონი

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) არბიტრაჟის გადაწყვეტილება;“.

2. 21-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სააღსრულებო ფურცელი დამოწმებული უნდა იქნეს გადაწყვეტილების მიმღები პირის ხელმოწერითა და ბეჭდით, გარდა საარბიტრაჟო გადაწყვეტილებისა, როდესაც სააღსრულებო ფურცელი დამოწმებული უნდა იქნეს სააღსრულებო ფურცლის გამცემი სასამართლოს მიერ.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 19 ივნისი.

№1282–Iს

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია