„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1221
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2009-06-12
გამოქვეყნების თარიღი
2009-06-29
სარეგისტრაციო კოდი
480.140.000.05.001.000.516
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

               მუხლი 1.  „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ. 32) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ კანონსა და კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.“.

2. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის მეთაურსა და საქართველოს წარმომადგენლებს საერთაშორისო ორგანიზაციებში და კონფერენციებზე, აგრეთვე მათ ორგანოებში, უფლება აქვთ, საერთაშორისო ხელშეკრულების ტექსტის მიღების მიზნით უფლებამოსილების წარდგენის გარეშე აწარმოონ მოლაპარაკება ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან ან მოცემული საერთაშორისო ორგანიზაციისა თუ კონფერენციის ფარგლებში.“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 12 ივნისი.

№1221–რს

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია