საქართველოს კანონი
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) 421 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. 2010 წლის 1 იანვრამდე ამ კანონით გათვალისწინებული გარე რეკლამის განთავსების სანებართვო რეგულირების შემოღება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს დედაქალაქის – თბილისის და თვითმმართველი ქალაქების ტერიტორიებზე.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2009 წლის 12 ივნისი.
№1177–რს