“სპეციალური ჭრისა და მისი განხორციელების წესის შესახებ” დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2000 წლის 13 სექტემბრის №10/61 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
3
მიმღები ორგანო
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
მიღების თარიღი
2010-01-18
გამოქვეყნების თარიღი
2010-01-25
სარეგისტრაციო კოდი
390.050.000.22.023.014.106
“სპეციალური ჭრისა და მისი განხორციელების წესის შესახებ” დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2000 წლის 13 სექტემბრის №10/61 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 390.050.000.22.023.014.106

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება №3

2010 წლის 18 იანვარი

ქ. თბილისი

„სპეციალური ჭრისა და მისი განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2000 წლის 13 სექტემბრის №10/61 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „სპეციალური ჭრისა და მისი განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2000 წლის 13 სექტემბრის №10/61 ბრძანებით (სსმ III, 2000წ, №87, მუხ. 765) დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) წითელ ნუსხაში შეტანილი სახეობა, გარდა „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 გ. ხაჩიძე

 

კრებსითი — სრული ვერსია