,,სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 2 აგვისტოს №148 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
172
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2006-09-06
გამოქვეყნების თარიღი
2006-09-07
სარეგისტრაციო კოდი
430.030.000.10.003.000.556
,,სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 2 აგვისტოს №148 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №172

2006 წლის 6 სექტემბერი

ქ. თბილისი

,,სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 2 აგვისტოს №148 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1 ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „ სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკი­ცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 2 აგვისტოს №148 დადგენილებით (სსმ III, 2006 წ., №103, მუხლი 1391) დამტკიცებულ სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზა­დების მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) პროგრამის ბენეფიციარებად შეირჩევიან შრომისუნა­რიანი პირები (ასაკის მიუხედავად), რომლებიც ეძებენ სამუ­შაოს და მზად არიან მის შესასრულებლად;“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია