„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
9
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2010-01-20
გამოქვეყნების თარიღი
2010-01-20
სარეგისტრაციო კოდი
010.320.030.22.027.014.100
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ”

სახელმწიფო �სარეგისტრაციო კოდი 010.320.030.22.027.014.100

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №9

2010 წლის 20 იანვარი

ქ. თბილისი

�საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე� საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №71 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

�ნორმატიული აქტების შესახებ� საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. �საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე� საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №71 ბრძანებით (სსმ III, 08.04.2009 წ., №44, მუხ. 499) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-4 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�9. სპეციალური წოდების მისანიჭებლად წარმოდგენილი მოსამსახურის მიმართ დისციპლინიური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების შემთხვევაში მოსამსახურის უშუალო ხელმძღვანელმა პირმა აღნიშნულის თაობაზე უნდა აცნობოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს.�;

ბ) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

��� �მუხლი 10.

ნომენკლატურის ფარგლებში სპეციალური წოდების მინიჭების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას, სპეციალური წოდებების თანამიმდევრულ და დროულ მინიჭებაზე კონტროლს ახორციელებს იუსტიციის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი.�.

მუხლი 2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია