,,საქართველოს სოფლის მეურნეობის პოლიტიკის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 8 სექტემბრის №156 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
139
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2006-07-19
გამოქვეყნების თარიღი
2006-07-21
სარეგისტრაციო კოდი
010.220.020.10.003.000.523
,,საქართველოს სოფლის მეურნეობის პოლიტიკის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 8 სექტემბრის №156 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №139

2006 წლის 19 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს სოფლის მეურნეობის პოლიტიკის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 8 სექტემბრის №156 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს სოფლის მეურნეობის პოლიტიკის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 8 სექტემბრის №156 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, შეიქმნას საქართველოს სოფლის მეურნეობის პოლიტიკის შემმუშავებელი სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ზურაბ ნოღაიდელი – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

ალექსი ალექსიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი

ჯამბულ ბაკურაძე – საქართველოს მთავრობის კანცელარიის რეგიონალურ საკითხთა დეპარტამენტის უფროსი

ლილი ბეგიაშვილი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე

კახა ბენდუქიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში

მირიან დეკანოიძე – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე

ვასიკო მანაგაძე –     საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ „სამტრესტის“ თავმჯდომარე

ლევან ორკოშნელი – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის უფროსი

მიხეილ სვიმონიშვილი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი

დავით ჩანტლაძე – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე

ირაკლი ჩოგოვაძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი

ზვიად ხარებავა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, კომისიის მდივანი.“.

    მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია