,,სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №135 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
135
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2006-07-19
გამოქვეყნების თარიღი
2006-07-21
სარეგისტრაციო კოდი
010.240.010.10.003.000.519
,,სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №135 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №135

2006 წლის 19 ივლისი

ქ. თბილისი

„სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №135 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსი­ლებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ბ” ქვეპუნქტის, მე-11 მუხლის მე-7 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის შესახებ“ (სსმ, III, 2005 წელი, №1, მუხლი 14) საქართველოს მთავ­რობის 2004 წლის 31 დეკემბრის №135 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის „ვ” ქვეპუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ციით:

    „მუხლი 2

ვ) ეროვნულ უმცირესობათა საქართველოში ცხოვრების პირობების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას, საზოგადოებრივი აზრის შესწავლას, ანალიზს, შესაბამისი დასკვნების მომზადებას და პასუხისმგებელია „ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ჩარჩო კონვენციის დებულებათა იმპლემენტაციისათვის;“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია