„ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმების და რეგისტრთა სისტემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 1 ოქტომბრის №1115 ბრაძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
920
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2009-12-30
გამოქვეყნების თარიღი
2009-12-30
სარეგისტრაციო კოდი
190.040.000.22.033.014.030
„ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმების და რეგისტრთა სისტემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 1 ოქტომბრის №1115 ბრაძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.014.030

საქართველოს ფინანსთა

მინისტრის ბრძანება №920

2009 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმების და რეგისტრთა სისტემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 1 ოქტომბრის №1115 ბრაძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

 „ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმების და რეგისტრთა სისტემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 1 ოქტომბრის №1115 ბრაძანების (სსმ III, 06.08.2009, №97, მუხლი 1065) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-7 მუხლის მე-4 ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების და „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,“.

    მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.

კ. ბაინდურაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია