„საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადების, ყადაღადადებული ქონების ამოღებისა და შენახვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 იანვრის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
155
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2006-08-11
გამოქვეყნების თარიღი
2006-08-15
სარეგისტრაციო კოდი
040.090.000.10.003.000.539
„საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადების, ყადაღადადებული ქონების ამოღებისა და შენახვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 იანვრის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №155

2006 წლის 11 აგვისტო

ქ. თბილისი

,,საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადების, ყადაღადადებული ქონების ამოღებისა და შენახვის წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 იანვრის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადების, ყადაღადადებული ქონების ამოღებისა და შენახვის წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 იანვრის №14 დადგენილებით (სსმ III, 2005 წელი, №10, მუხლი 107) დამტკიცებულ წესებში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ყადაღა დაადოს გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ (ლიზინგით მიღებულის გარდა) ნებისმიერ ქონებას, კერძოდ, მოძრავ, უძრავ, არამატერიალურ ქონებას აღიარებული საგადასახადო დავალიანების მოცულობის ფარგლებში.”.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი     ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია