„საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ სტატისტიკის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრისა და ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 7 თებერვლის №1-1/101 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1-1/2842
მიმღები ორგანო
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი
2009-12-15
გამოქვეყნების თარიღი
2009-12-22
სარეგისტრაციო კოდი
010.240.070.22.024.013.939
„საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ სტატისტიკის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრისა და ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 7 თებერვლის №1-1/101 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.024.013.939

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/2842

2009 წლის 15 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სტატისტიკის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრისა და ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 17 თებერვლის №1-1/101 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სტატისტიკის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრისა და ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 17 თებერვლის №1-1/101 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, №16, 14.02.2005, მუხ. 161) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დებულების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ტერიტორიული ორგანო ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან სტატისტიკის დეპარტამენტისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში ცენტრალიზებული წესით.“.

2. დებულების მე-8 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. პოლოლიკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია