„ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზატორის მიერ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსათვის საბითუმო და საცალო რეალიზაციის დაწყებისა და დასრულების შესახებ შეტყობინების ფორმისა და წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 20 ოქტომბრის №338/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
418/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2009-12-21
გამოქვეყნების თარიღი
2009-12-22
სარეგისტრაციო კოდი
470.200.000.22.035.013.938
„ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზატორის მიერ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსათვის საბითუმო და საცალო რეალიზაციის დაწყებისა და დასრულების შესახებ შეტყობინების ფორმისა და წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 20 ოქტომბრის №338/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

სახელწმიფო სარეგისტრაციო კოდი 470.200.000.22.035.013.938

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მინისტრის ბრძანება №418/ნ

2009 წლის 21 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზატორის მიერ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსათვის საბითუმო და საცალო რეალიზაციის დაწყებისა და დასრულების შესახებ შეტყობინების ფორმისა და წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 20 ოქტომბრის №338/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ვბრძანებ:

მუხლი 1. „ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზატორის მიერ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსათვის საბითუმო და საცალო რეალიზაციის დაწყებისა და დასრულების შესახებ შეტყობინების ფორმისა და წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 20 ოქტომბრის №338/ნ ბრძანებით (სსმ III, 20.10.2009, №127, მუხლი 1465) დამტკიცებულ „ფარმაცევტული პროდუქციის საბითუმო და საცალო რეალიზაციის დაწყებისა და დასრულების შესახებ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსათვის შეტყობინების წესის“ (დანართი №2) მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ)   რეკვიზიტში 6. „ავტორიზებული აფთიაქი“, „აფთიაქი (სპეციალიზებული სავაჭრო ობიექტი)“, „საცალო რეალიზაციის სავაჭრო ობიექტი“, „ფარმაცევტული განათლების მქონე პერსონალი“; „დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის სუბიექტი ფიზიკური პირი“ და „საბითუმო რეალიზატორი“ – მიეთითება შესაბამისი რეკვიზიტი ან რეკვიზიტები;“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. კვიტაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია