,,სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობის) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 4 აგვისტოს №126 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
154
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2006-08-11
გამოქვეყნების თარიღი
2006-08-15
სარეგისტრაციო კოდი
280.120.000.10.003.000.538
,,სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობის) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 4 აგვისტოს №126 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №154

2006 წლის 11 აგვისტო

ქ. თბილისი

„სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობის) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 4 აგვისტოს №126 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლება­მოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №51 დადგენილების შესრულების მიზნით საქართველოს მთავრობის 2005 წლის 4 აგვისტოს №126 დადგენილებით დამტკიცებულ სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობის) სოცია­ლურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიაში (სსმ III, 2005 წელი, №92, მუხლი 1045) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3. სამომხმარებლო ინდექსის გამოთვლა

შინამეურნეობის ინდექსი გამოითვლება შემდეგი ფორმუ­ლით:

 

სადაც

L – არის კოეფიციენტი*;

C1 – სასოფლო-სამეურნეო ქონების (მიწის) ინდექსი;

C2 – სასოფლო-სამეურნეო ქონების (პირუტყვის) ინდექსი;

C3 – არასასოფლო-სამეურნეო ქონების ინდექსი;

C4 – შემოსავლების ინდექსი;

C5 – ხარჯების ინდექსი;

C6 – დემოგრაფიული ინდექსი;

C7 – განათლებისა და ჩვევების ინდექსი;

C8 – ბინის (საცხოვრებელი პირობების) ინდექსი;

C9 – ტერიტორიული ინდექსი;

C10 – ინტერვიუერის ინდექსი;

C0 – უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარებისა და დევნილის ყოველთვიური შემწეობის ინდექსი.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია