„ფინანსური პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2472
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2005-12-23
გამოქვეყნების თარიღი
2005-12-28
სარეგისტრაციო კოდი
140.030.000.05.001.002.090
„ფინანსური პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„ფინანსური პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ფინანსური პოლიციის შესახებ“ საქარ­თველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5, 04.03.2004, მუხ. 11) 23-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-3–მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პოლიციის თანამშრომლის წლიური შვებულე­ბის ხანგრძლივობაა 30 კალენდარული დღე.

4. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციის თანამშრომლის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს ან მის კმაყოფაზე მყოფ პირებს სახელმწიფო ბიუ­ჯე­ტის სახსრებიდან მიეცემათ ერთჯერადი დახ­მარება 15 000 ლარის ოდენობით.

5. პოლიციის თანამშრომელს სამსახურებრივი მოვა­ლეობის შესრულებისას დასახიჩრების ან დაინვალიდე­ბის შემთხვევაში, სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად, მიეცემა ერთჯერადი დახმარება არა უმეტეს 7 000 ლარისა.“. 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის  1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი                                                  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 23 დეკემბერი.

№2472-რს

 

კრებსითი — სრული ვერსია