„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 2 მარტის №49 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
247
მიმღები ორგანო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი
2009-12-08
გამოქვეყნების თარიღი
2009-12-22
სარეგისტრაციო კოდი
010.320.020.22.030.013.906
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 2 მარტის №49 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.030.013.906

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №247

2009 წლის 8 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 2 მარტის №49 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის და ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 2 მარტის №49 ბრძანებით (სსმ III, 06.03.2009, №25, მუხ. 318) დამტკიცებულ ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ანაწილებს მოვალეობებს მოადგილესა (მოადგილეებსა) და დეპარტამენტის სხვა თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;“;

ბ) მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.“;

გ) ამოღებულ იქნეს მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი;

დ) მე-3 მუხლის მე-7 პუნქტს დაემატოს „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

„ე) დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას;

ვ) ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის დირექტორის წინაშე.“;

ე) მე-3 მუხლს დაემატოს 71 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„71. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნისას, ორი ან მეტი მოადგილის შემთხვევაში, დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შესრულება ეკისრება ერთ-ერთ მოადგილეს.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის

შემსრულებელი   გ. ბოკერია

კრებსითი — სრული ვერსია