„სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის და აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის სახელმწიფო სასწავლო გრანტის გადატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 26 ოქტომბრის №913 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1100
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2009-12-04
გამოქვეყნების თარიღი
2009-12-04
სარეგისტრაციო კოდი
430.210.000.22.022.013.877
„სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის და აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის სახელმწიფო სასწავლო გრანტის გადატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 26 ოქტომბრის №913 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.013.877

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №1100

2009 წლის 4 დეკემბერი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის და აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის სახელმწიფო სასწავლო გრანტის გადატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2009 წლის 26 ოქტომბრის №913 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის და აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის სახელმწიფო სასწავლო გრანტის გადატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 26 ოქტომბრის №913 ბრძანების (სსმ III, 27.10.2009წ., №131, მუხ. 1523) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „11“ პუნქტი:

„11. დიპლომირებული სპეციალისტის საგანმანათლებლო პროგრამის გრანტის მფლობელი სტუდენტის მიერ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის გაგრძელებისა და გრანტის მოპოვების შემთხვევაში, სტუდენტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამით სწავლა დაფინანსდება ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაფინანსებული წლების გამოკლებით.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთა-ნავე

ნ. გვარამია

 

კრებსითი — სრული ვერსია