,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 27 მარტის №222 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1099
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2009-12-04
გამოქვეყნების თარიღი
2009-12-04
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.022.013.876
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 27 მარტის №222 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.013.876

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების

მინისტრის ბრძანება №1099

2009 წლის 4 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის –  განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის  დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2006  წლის 27 მარტის №222 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის  დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2006 წლის 27 მარტის №222 ბრძანებით (სსმ III, 27.03.2006, №41, მუხ. 476) დამტკიცებული დებულების 74 მუხლის მე-4 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ დებულების 72 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტი, 73 მუხლი და 74 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები არ ვრცელდება მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოზე, რომლის პერსონალური შემადგენლობის განსაზღვრისა და საქმიანობის წესი რეგულირდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გვარამია

 

 

კრებსითი — სრული ვერსია