,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 20 დეკემბრის №227 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
117
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2006-06-21
გამოქვეყნების თარიღი
2006-06-23
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.10.003.000.501
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 20 დეკემბრის №227 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №117

2006 წლის 21 ივნისი

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 20 დეკემბრის №227 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანო­ნის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,საჯარო სამართლის იურიდი­ული პირის – საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელ­მწიფო ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 20 დეკემბრის №227 დადგენილებით (სსმ III, 2005 წ., №147, მუხლი 1636) დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ“ ქვე­პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ზ) ამწე მანქანების, ლიფტების, ესკალატორების, ფუნი­კულიორების, საბაგირო გზების, რთული საინჟინრო კონს­ტრუქციის ატრაქციონების, საქვაბე დანად-გარების, წნევაზე მომუშავე ჭურჭლების, ორთქლისა და ცხელი წყლის მილგაყვანილობის დამზადებას, მოწყობასა და ექსპლუატაციას, აგრეთვე წნევაზე მომუშავე ჭურჭლების ამვსებ საწარმოებს;“.

2. დადგენილება ამოქმედდეს 2006 წლის 15 სექტემბრიდან.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

 

კრებსითი — სრული ვერსია