„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აფხაზეთის საგადასახადო ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №168 ბრძანებაში დამატების და ცვლილების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
713
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2009-11-03
გამოქვეყნების თარიღი
2009-11-06
სარეგისტრაციო კოდი
010.320.010.22.034.013.739
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აფხაზეთის საგადასახადო ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №168 ბრძანებაში დამატების და ცვლილების შეტანის შესახებ“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 110.320.010.22.033.013.739

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №713

2009 წლის 3 ნოემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აფხაზეთის საგადასახადო ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №168 ბრძანებაში დამატების და ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აფხაზეთის საგადასახადო ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №168 ბრძანებით (სსმ III, 05.03.07, №29, მუხლი 346) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილება:

1. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,კ 1“ ქვეპუნქტი:

,,კ1) კომპეტენციის ფარგლებში გადასახადის გადამხდელთა საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების კამერალური შემოწმების, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებით – გასვლითი საგადასახადო შემოწმების განხორციელება.“.

2. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ლ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 156-ე მუხლის პირველი ნაწილით ან/და 158-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული, ასევე საწარმოს/ორგანიზაციის რეორგანიზაციასთან/ლიკვიდაციასთან დაკავშირებული საგადასახადო შემოწმებების განხორციელება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან შეთანხმების გარეშე.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

კ. ბაინდურაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია