სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.010.000.22.035.013.717
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის ბრძანება №363/ნ
2009 წლის 3 ნოემბერი
ქ. თბილისი
,,სამკურნალო საშუალებების რეკლამის ეთიკური კრიტერიუმების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 17 სექტემბრის №243/ნ ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,სამკურნალო საშუალებების რეკლამის ეთიკური კრიტერიუმების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 17 სექტემბრის №243/ნ ბრძანება.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. კვიტაშვილი