„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სალხინოს ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულების ლიკვიდაციის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
353/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2009-10-30
გამოქვეყნების თარიღი
2010-03-04
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.035.013.705
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სალხინოს ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულების ლიკვიდაციის შესახებ“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.035.013.705

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მინისტრის ბრძანება №353/ნ

2009 წლის 30 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სალხინოს ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულების ლიკვიდაციის შესახებ

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15, მე-16 და მე-17 მუხლების და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-7 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. 2010 წლის 1 მაისამდე ლიკვიდირებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სალხინოს ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 14 დეკემბრის ბრძანება №412/ნ - სსმ III, №152, 14.12.2009 წ., მუხ.1794

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 4 მარტის ბრძანება №63/ნ - სსმ III, №24, 05.03.2010 წ., მუხ.335

11. ლიკვიდაციის შედაგად დარჩენილი ქონება უბრუნდება სახელმწიფოს.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 4 მარტის ბრძანება №63/ნ - სსმ III, №24, 05.03.2010 წ., მუხ.335

2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სიციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სალხინოს ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულების ლიკვიდაციასთან დაკავშირებული, კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების გატარება.

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სალხინოს ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 16 იანვრის №28/ნ ბრძანება.

4. ბათილად იქნეს ცნობილი ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სალხინოს ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულების ლიკვიდაციის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 2 ოქტომბრის №314/ნ ბრძანება.

5. მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ბრძანების მოქმედების შეწყვეტა მოხდეს მისი ბათილად ცნობის დღიდან.

6. ეს ბრძანება, გარდა მე-3 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2009 წლის 31 დეკემბრიდან.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 14 დეკემბრის ბრძანება №412/ნ - სსმ III, №152, 14.12.2009 წ., მუხ.1794

ა. კვიტაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 14 დეკემბრის ბრძანება №412/ნ - სსმ III, №152, 14.12.2009 წ., მუხ.1794

2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 20 10 წლის 4 მარტის ბრძანება № 63/ნ - სსმ III, №24, 05.03.2010წ., მუხ.335

კრებსითი — სრული ვერსია