,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №209 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
202
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2009-10-19
გამოქვეყნების თარიღი
2009-10-20
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.027.013.665
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №209 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.027.013.665

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №202

2009 წლის 19 ოქტომბერი

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №209 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად,   ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №209 ბრძანებით (სსმ III, 2006წ., №12, მუხ. 138) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შემდეგი შინაარსის ,,შ1“ ქვეპუნქტი:

,,შ1) კანონით დადგენილი წესით, მის კომპეტენციას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა და ადმინისტრაციული სახდელების შეფარდება;“.

2. მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შემდეგი შინაარსის ,,ზ5“ ქვეპუნქტი:

,,ზ5) ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმას, მისი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესს.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

  ზ. ადეიშვილი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია