„საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2009 წლის 12 მარტის №32/42 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
264/42
მიმღები ორგანო
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე
მიღების თარიღი
2009-10-15
გამოქვეყნების თარიღი
2009-10-16
სარეგისტრაციო კოდი
010.320.000.20.013.013.658
„საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2009 წლის 12 მარტის №32/42 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.230.000.20.013.013.658

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის

ბრძანება № 264/42

2009 წლის 15 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2009 წლის 12 მარტის  №32/42 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „მ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2009 წლის 12 მარტის №32/42 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტში“ (სსმ III, 12.03 2009 წ., №28, მუხ. 359) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) აუდიტის დეპარტამენტები:

ა.ა) საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტი;

ა.ბ) თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების სფეროს აუდიტის დეპარტამენტი;

ა.გ) ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტი;

ა.დ) სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტი;

ა.ე) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების აუდიტის დეპარტამენტი;“;

2. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აუდიტის დეპარტამენტები მათთვის განსაზღვრული ფუნქციურ-დარგობრივი მიმართულებების მიხედვით:

ა) ახორციელებენ აუდიტს;

ბ) უზრუნველყოფენ აუდიტის, მათ შორის, წინასწარი აუდიტის განხორციელებისას მოპოვებული ინფორმაციისა და მონაცემების სისტემატიზაციასა და ანალიზს;

გ) ადგენენ დეპარტამენტის სამუშაო გეგმების პროექტებს, უზრუნველყოფენ აუდიტის გეგმის შესრულებას;

დ) შეიმუშავებენ წინადადებებსა და რეკომენდაციებს გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ, მათ შორის, დარღვევა-ნაკლოვანებათა აღმოფხვრის, პრევენციის, აგრეთვე შესაბამისი ნორმატიული ბაზის სრულყოფის თაობაზე;

ე) ახორციელებენ სახელმწიფო სახსრების, სახელმწიფოს სხვა მატერიალური ფასეულობების, სახელმწიფოს ქონებრივი ღირებულების არამატერიალური სიკეთეების ხარჯვის, გამოყენების, მართვისა და დაცვის მუდმივ მონიტორინგს;

ვ) აუდიტის პროცესში თანამშრომლობენ საქართველოს კონტროლის პალატის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან და საფინანსო-ეკონომიკური კონტროლის განმახორციელებელ სხვა სახელმწიფო ორგანოებთან;

ზ) ასრულებენ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის დავალებებს.“;

3. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლ. ბეჟაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია