„დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის №87/ნ ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
306/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2009-09-28
გამოქვეყნების თარიღი
2009-10-02
სარეგისტრაციო კოდი
470.230.000.22.035.013.602
„დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის №87/ნ ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი

470.230.000.22.035.013.602

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №306/ნ

2009 წლის 28 სექტემბერი

ქ. თბილისი

„დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის №87/ნ ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1

„დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის №87/ნ ბრძანებით (სსმ III, 20.02.2009წ., №20, მუხ. 254) დამტკიცებულ „დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

ა) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურისათვის გასაცემი დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების ოდენობის გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების XIV თავის მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფულადი სარგო და დანამატები.“;

ბ) მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ზეგანაკვეთური ანაზღაურება და დანამატები (ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა);“.

მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. კვიტაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია